მადრიდის რეალის ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

25 იან 2023, 15:49
მადრიდის რეალის ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მადრიდის "რეალი" მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

Calciomercatoweb-ის ცნობით, მადრიდული გრანდი ამ პოზიციაზე პრიორიტეტულ კანდიდატად დენზელ დუმფრისს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ "ინტერი" 26 წლის დენზელ დუმფრისს 40 მილიონ ევროდ აფასებს.

დენზელ დუმფრისი "ინტერში" 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. მას შემდეგ ნიდერლანდელმა მცველმა მილანელთა შემადგენლობაში 68 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.