პსჟ-ს სარაბიას ნაცვლად ჩერკის ყიდვა სურს

25 იან 2023, 15:41
პსჟ-ს სარაბიას ნაცვლად ჩერკის ყიდვა სურს
ლიონის ნახევარმცველმა რაიან ჩერკიმ შესაძლოა კარიერა "პსჟ"-ში გააგრძელოს.

ჟურნალისტ ადრიენ გრენიეს თქმით, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა, რომელიც ნახევარმცველის პაბლო სარაბიას შემცვლელს ეძებს, ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ესპანელი "ვულვერჰემპტონში" 5 მილიონ ევროდ გადავიდა.

19 წლის ჩერკის "ლიონთან" კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ პარიზელებს ნახევარმცველის იაფად ყიდვის კარგი შანსი აქვს.

ფრანგს ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში ჩერკიმ ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.