ჩელსი ბენფიკას ფერნანდესის სანაცვლოდ 100 მილიონს და ფეხბურთელს შესთავაზებს

25 იან 2023, 11:26
ჩელსი ბენფიკას ფერნანდესის სანაცვლოდ 100 მილიონს და ფეხბურთელს შესთავაზებს
Calciomercatoweb-ის ცნობით, "ჩელსი" "ბენფიკას" არგენტინელი ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესისთვის ახალ შეთავაზებას გაუკეთებს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს და ჰაკიმ ზიეჩის შეთავაზებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ "ბენფიკამ" უარი თქვა ახალგაზრდა ფეხბურთელის 120 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდვაზე.

ფერნანდესის მოქმედი კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ლისაბონური გუნდის შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.