VIDEO: კიდევ უფრო წინ გაქცევის შანსი ნაპოლის - ლაციომ მილანი 4:0 გაანადგურა

25 იან 2023, 01:39
სერია ა-ს მე-19 ტურში „ლაციომ“ საკუთარ კედლებში „მილანი“ გაანადგურა.

შეხვედრა სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და „არწივების“ გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

მაურიციო სარის გუნდის რიგებში გოლები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, ზაკანიმ, ლუის ალბერტომ და ფელიპე ანდერსონმა გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „ლაციომ“ 37 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, „მილანი“ 38 ქულით მე-2 ადგილზე რჩება, ლიდერმა „ნაპოლიმ“ კი თავისი მატჩის მოგებით უკვე 15 ქულით წინ გაქცევის შანსი მიიღო.