ალ ნასრის მთავარი სპონსორი: "რონალდუ სირთულეების გადალახვის მაგალითია და ამიტომაც ავირჩიეთ ის"

25 იან 2023, 00:39
ალ ნასრის მთავარი სპონსორი: "რონალდუ სირთულეების გადალახვის მაგალითია და ამიტომაც ავირჩიეთ ის"
„ალ ნასრის“ მთავარი სპონსორი გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

პორტუგალიელის ახალი გუნდის სატიტულო სპონსორი კომპანია Shurfah არის - სახელმწიფო და კერძო კაპიტალის კონსორციუმი, რომელიც ძირითადად უძრავი ქონებით არის დაკავებული.

„საუდის არაბეთი იცვლება და ამის წარმოჩენა სურს. მთავარი არგუმენტი - საცხოვრებელი პირობების და ხარისხის გაუმჯობესებაა. ძირითად როლს ამაში სპორტი ასრულებს. ამისათვის, 700-მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.

სტრატეგიის ნაწილია ცნობილი პირეის დაპატიჟება, კრიშტიანუ რონალდუ კი - კუმირია როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება. ეს ქვეყნისთვის და არაბული სპორტისთვის დიდი პლიუსია.

რონალდუ - სირთულეების გადალახვის მაგალითია და სწორედ ის ავირჩიეთ სამეფოს ერთგვარი მომავალი ელჩის როლისთვის. საუდის არაბეთში სპორტის მომავალი საუცხოოდ მოსჩანს.“ - აღნიშნა Shurfah-ის წარმომადგენელმა.