ჩელსი გაჩერებას არ აპირებს და მორიგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-40 მილიონი ევრო მოამზადა

25 იან 2023, 00:28
ჩელსი გაჩერებას არ აპირებს და მორიგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-40 მილიონი ევრო მოამზადა
ლონდონის „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ წყვეტს.

როგორც FootMercato იტყობინება, უახლოეს პერიოდში ლონდონური გუნდი მალო გიუსტოში 30-40 მილიონ ევროს გადაიხდის.

რამდენიმე კვირის წინ, „ლიონმა“ პოზიციით მარჯვენა მცველის სანაცვლოდ „ჩელსისგან“ 20-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა, თუმცა „პენსიონერები“ დანებებას არ აპირებენ და საკუთარ შეთავაზებას მალევე გაზრდიან.

„ლიონს“ სურს, რომ გიუსტომ პირველ რიგში ეს სეზონი გუნდში ჩაამთავაროს, თუმცა ასეთი ვარიანტი არც ფეხბურთელს აწყობს და არც „ჩელსის“ - ინგლისურ გუნდს სურს, რომ საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი მათ ამ ზამთარსვე შეუერთდეს.

თავად ფეხბურთელთან „ჩელსიმ“ პირად კონტრაქტზე უკვე მოილაპარაკა.