სენტ-მაქსიმინის ტრანსფერით სერია A-ს ტოპ კლუბი ინტერესდება

24 იან 2023, 14:29
სენტ-მაქსიმინის ტრანსფერით სერია A-ს ტოპ კლუბი ინტერესდება
იტალიის მოქმედი ჩემპიონის ინტერესთა სფეროში "ნიუკასლის" თავდამსხმელი ალან სენტ-მაქსიმინი შევიდა.

ჟურნალისტ მარკო კონტერიოს ინფორმაციით, ფრანგი გარემარბის ტრანსფერით "როსონერი" ინტერესდება.

სენტ-მაქსიმინი შეიძლება გახდეს რაფაელ ლეაუს შემცვლელი სტეფანო პიოლის გუნდში. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, რომელიც მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. 

მიმდინარე სეზონში სენტ-მაქსიმინმა პრემიერ ლიგაში ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.