VIDEO: მძიმე და მნიშვნელოვანი გამარჯვება - ბარსელონამ ლევანდოვსკის გარეშე კამპ ნოუზე ხეტაფეს მოუგო

22 იან 2023, 23:32
ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა მძიმე გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრა რობერტ ლევანდოვსკიმ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე პედრიმ რაფინიას პასით გაიტანა და „ბარსელონას“ ლა ლიგაში ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოუტანა.

„ბარსამ“ 44 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „რეალს“ უკვე ექვსი ქულით გადაუსწრო, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.