მადრიდის რეალი ბენზემას შემცვლელად ოსიმენს განიხილავს

22 იან 2023, 16:46
მადრიდის რეალი ბენზემას შემცვლელად ოსიმენს განიხილავს
მადრიდის "რეალი" გრძელვადიან პერიოდში კარიმ ბენზემას შემცვლელ თავდამსხმელს ეძებს. 
ერთ-ერთი კანდიდატი "ნაპოლიდან" ვიქტორ ოსიმენია.

El Nacional-ის ინფორმაციით, "რეალის" პირველი შეთავაზება დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნება. თუმცა, სერია A-ს კლუბს ნიგერიელისთვის 80 მილიონი ევრო ან მეტი სურს.

ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში" 2020 წელს "ლილიდან" გადავიდა. 24 წლის თავდამსხმელმა იტალიურ კლუბში 81 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 42 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.