რონალდუს კლუბს მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავით გაძლიერება სურს

22 იან 2023, 13:36
რონალდუს კლუბს მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავით გაძლიერება სურს
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა მარსელომ, რომელიც ამჟამად საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" თამაშობს, შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" გააგრძელოს. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა აარონ დომინგესმა განაცხადა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, 34 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერის ინიციატორი პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც "ალ-ნასრის" რიგებს 2022 წლის ბოლოს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო მადრიდის "რეალში" 2007 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. ის 'ოლიმპიაკოსში" გასული წლის სექტემბერში გადავიდა.