კეილორ ნავასის ტრანსფერით პრემიერ ლიგის სამი კლუბი ინტერესდება

21 იან 2023, 19:08
კეილორ ნავასის ტრანსფერით პრემიერ ლიგის სამი კლუბი ინტერესდება
"პსჟ"-ს მეკარე კეილორ ნავასი პრემიერ ლიგის სამი კლუბის სამიზნეა. საუბარია "ლესტერზე", "ბორნმუთსა" და "ნოტინჰემ ფორესტზე. ეს უკანასკნელი ყველაზე". ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება. 

მიმდინარე სეზონში კეილორ ნავასი მოედანზე საფრანგეთის თასის მხოლოდ ერთ მატჩში "შატოურასთან" (3:1) ითამაშა. ეს შეხვედრა 2023 წლის 6 იანვარს შედგა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტა რიკელის შეძენით საუდის "ალ-ნასრი" ინტერესდებოდა. თუმცა, თავად ნავასს არ სურს საუდის არაბეთში წასვლა.