დეპაი: "რა მითხრა სიმეონემ ატლეტიკოში გადმოსვლის შემდეგ?"

20 იან 2023, 23:46
დეპაი: "რა მითხრა სიმეონემ ატლეტიკოში გადმოსვლის შემდეგ?"
„ატლეტიკოს“ ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ, „ბარსელონადან“ მადრიდულ გუნდში გადასვლის შემდეგ, დიეგო სიმეონესთან კომუნიკაციაზე ისაუბრა.

„დიეგომ მკითხა, თავს როგორ ვგრძნობ, რადგან გუშინდელი დღე ძალიან გრძელი გამოვიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას სურს, თავი ისე ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. სიმეონეს უნდა, რომ ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გავიარო.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.

დეპაის თქმით, არგენტინელი სპეციალისტი „ატლეტიკოსადმი“ ვნებით არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დეპაი „ატლეტიკოში“ „ბარსელონადან“ 3/5 მილიონ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.