ინტერი და ნიუკასლი მოდრიჩთან დაკავშირებით სიტუაციას აკვირდებიან

20 იან 2023, 13:09
ინტერი და ნიუკასლი მოდრიჩთან დაკავშირებით სიტუაციას აკვირდებიან
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა მომავალ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს, იტყობინება El Nacional.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიური "ინტერი" და ინგლისური "ნიუკასლი" იჩენენ.

აღსანიშნავია, რომ თავად მოდრიჩი ამ სეზონში მადრიდის "რეალით" იმედგაცრუებულია და არ იქნება წინააღმდეგი კლუბის დატოვოს, რომლის ღირსებასაც 2012 წლიდან იცავს.

მოდრიჩის მოქმედი კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" სეზონის ბოლომდეა ძალაში. ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს Transfermarkt-ი 10 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "ბლანკოსის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.