ამ კონტრაქტზე უარის თქმა რთული იქნება - რონალდუმ საუდის არაბეთიდან საოცარი შეთავაზება მიიღო

27 ნოე 2022, 10:29
ამ კონტრაქტზე უარის თქმა რთული იქნება - რონალდუმ საუდის არაბეთიდან საოცარი შეთავაზება მიიღო
საუდის არაბეთის კლუბი "ალ-ნასრი" შეეცდება კრიშტიანუ რონალდუს მრავალმილიონიანი კონტრაქტით დააინტერესოს.  იუწყება CBS Sports.

წყარო იუწყება, რომ ახალ კლუბში სამი სეზონის განმავლობაში, ვარსკვლავი ფორვარდი 216 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, ფეხბურთელი გადაწყვეტილებას მომავალზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუმ და მანჩესტერ "იუნაიტედმა" კონტრაქტი გაწყვიტეს. მიზეზი პორტუგალიელის სკანდალური ინტერვიუ გახდა. 

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მან კლუბი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა.