"კარგი, კრიშტიანუზე გიპასუხებთ", - მანჩესტერის მფლობელმა რონალდუს გაშვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

24 ნოე 2022, 12:39
"კარგი, კრიშტიანუზე გიპასუხებთ", - მანჩესტერის მფლობელმა რონალდუს გაშვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
„მანჩესტერ იუნაიტედის" თანამფლობელმა, ავრამ გლეიზერმა კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.

პირს მორგანთან ინტერვიუში პორტუგალიელმა კლუბი მკაცრად გააკრიტიკა, რის შემდეგაც „მანჩესტერმა" მას კონტრაქტი გაუწყვიტა და რონალდუ თავისუფალი აგენტი გახდა.

„კარგი, კრიშტიანუ რონალდუზე გიპასუხებთ... ეს უდიდესი ფეხბურთელია „მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში.

ვაფასებ ყველაფერს, რაც მან კლუბისთვის გააკეთა და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში." - აღნიშნა ავრამ გლეიზერმა.