ბარსელონამ მუნდიალზე გაშვებული ფეხბურთელების რაოდენობით ყველა დროის რეკორდი დაამყარა

18 ნოე 2022, 23:04
ბარსელონამ მუნდიალზე გაშვებული ფეხბურთელების რაოდენობით ყველა დროის რეკორდი დაამყარა
2022 წლის მუნდიალზე „ბარსელონას“ ფეხბურთელების რეკორდული რიცხვი ითამაშებს.

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრების განაცხადში ტრავმირებული ხოსე გაია 19 წლის ალექს ბალდემ ჩაანაცვლა, კატალონიურ გუნდს მუნდიალზე მონაწილეთა 17 ფეხბურთელი გაუხდა, რომლებიც 8 ნაკრებში არიან გადანაწილებული.

აქამდე, არცერთ კლუბს ამდენი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ჰყოლია.

თავდაპირველად, ამ მაჩვენებლით ლიდერი „ბაიერნი“ იყო, რომელსაც ასევე 17 ფეხბურთელი ჰყავდა მუნდიალზე გაშვებული, თუმცა სადიო მანეს ტრავმის შემდეგ, რიცხვი 16-მდე შემცირდა, რაც გერმანიის ნაკრების წინა რეკორდის, 2014 წლის შედეგს იმეორებს.

ესპანეთის ნაკრებში „ბარსას“ რვა ფეხბურთელი ითამაშებს: ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, პედრი, გავი, ფერანი, ანსუ ფატი და ალექს ბალდე.

უშუალოდ ესპანეთის ნაკრებში საკუთარ წარმომადგენელთა რეკორდი „ბარსამ“ 1994 წელს დაამყარა, როცა აშშ-ს მუნდიალზე „ფურია როხას“ შემადგენლობაში 9 კატალონიელი ირიცხებოდა.