GS Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი ფეხბურთელები დაასახელეს

17 ნოე 2022, 22:21
GS Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი ფეხბურთელები დაასახელეს
„რეალის“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ყოველწლიურ დაჯილდოვება Globe Soccer Awards-ზე საუკეთესოების პრიზები მიიღეს.

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდება კარიმ ბენზემას ერგო, რომელმაც ერთი თვის წინ „ფრანც ფუტბოლის“ ოქროს ბურთიც დაისაკუთრა.

ამ პრიზისთვის ბრძოლაში ბენზემამ თანაგუნდელი ტიბო კურტუა, რობერტ ლევანდოვსკი, ლეო მესი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და სხვა ვარსკვლავები ჩამოიტოვა.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი „ბარსელონას“ ალექსია პუტელიასი დასახელდა, რომელიც ასევე ერთი თვის წინ ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.