ჩისკო ქართველების გუნდს ჩაიბარებს?

02 ოქტ 2022, 21:22
ჩისკო ქართველების გუნდს ჩაიბარებს?
როგორც კვიპროსული გამოცემა philenews წერს, დიდი შანსია ესპანელი სპეციალისტი ჩისკო მუნიოსი ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. 

გამოცემის ცნობით, მუნიოსი უკვე კვიპროსშია და მხარეები შეთანხმებას დიდი ალბათობით მალე მიაღწევენ. 

ამჟამად, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას "ანორთოსისიდან" წასვლის შემდეგ, კლუბი სლოვენიელმა დარკო მილანიჩმა ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსულ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობს.