სულ რაღაც 37 დღით - ფილ ფოდენმა ლეო მესის შედეგი გააუმჯობესა

02 ოქტ 2022, 21:21
სულ რაღაც 37 დღით - ფილ ფოდენმა ლეო მესის შედეგი გააუმჯობესა
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, ლიონელ მესის შედეგი გააუმჯობესა. 

არგენტინელმა შემტევმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და „სიტის“ მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა 51-მდე გაზარდა, შესაბამისად საიუბილეო მისთვის მე-2 გოლი იყო. 

პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მოთამაშე ყველა ფეხბურთელიდან, ფოდენმა 50-გოლიან ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწია და ლეო მესის გადაუსწრო. 

50-ე გოლის გატანის დღეს ფოდენი 22 წლის და 127 დღის არის, წინა რეკორდი კი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც ხსენებულ ნიშნულს 22 წლის და 164 დღის ასაკში მიაღწია.