ტენ ჰაგი: "სიტი არაფერ შუაშია, ჩვენ ვიყავით არადამაჯერებლები და საკუთარი თავის რწმენა არ გაგვაჩნდა"

02 ოქტ 2022, 20:56
ტენ ჰაგი: "სიტი არაფერ შუაშია, ჩვენ ვიყავით არადამაჯერებლები და საკუთარი თავის რწმენა არ გაგვაჩნდა"
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „სიტისთან“ 3:6 წაგებული მატჩი შეაფასა. 

 „ყველაფერი საკმაოდ მარტივად არის: საკუთარი თავის რწმენა დაგვაკლდა. როცა არ გჯერა, ვერც მოიგებ და ეს უბრალოდ დაუშვებელია. გეგმის რეალიზაციის დროს დისციპლინა დაგვაკლდა და ამის გამო დაგვსაჯეს. გამაკვირვა იმან, რომ ინიციატივას საერთოდ ვერ დავეუფლეთ, არასაკმარისად ვმუშაობდით ბურთით, არ ვიყენებდით თავისუფალ ზონებს. 

„სიტიც“ ქებას იმსახურებს, მაგრამ საქმე მეტოქეში კი არა იმაშია, რომ ჩვენ ვიყავით არასაკმარისად კარგები. საქმე იმაშია, რომ საკუთარი თავის რწმენა არ გაგვაჩნდა. პირველივე წუთიდან ვიგრძენი ეს და შესვენებაზე ცვლილებები შევიტანე. 

შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულებაც და ეს შესვენების შემდეგ გამოჩნდა. გოლებს ვიტანდით, მომენტებს ვქმნიდით, უფრო თამამებიც ვიყავით. მეტოქის ნახევარს უფრო კარგად ვკვეთდით და სამი გოლიც გავიტანეთ. ახლა მე დადებით მომენტებზე ფიქრი ძალიან მიჭირს. 

ქომაგებიც დავაღალატეთ და საკუთარი თავიც და ამით იმედგაცრუებული ვარ.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.