გვარდიოლა: "სიმართლე რომ გითხრათ, ჰოლანდის ციფრები მეც მაშინებს"

02 ოქტ 2022, 20:52
გვარდიოლა: "სიმართლე რომ გითხრათ, ჰოლანდის ციფრები მეც მაშინებს"
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 6:3 მოგებული დერბი შეაფასა. 

 „პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო. მეტოქეს ოთხი გოლი გავუტანეთ და კიდევ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო. შესვენების შემდეგ, სიტუაცია გართულდა. შესანიშნავი გამარჯვებაა, დიდებული თამაში, ყველა ბედნიერია. 

 დღევანდელი მეტოქის წინააღმდეგ თამაშით დღეს სიამოვნება მივიღეთ, კარგი დღე გვაქვს. შეიძლება მოვიგოთ ან წავაგოთ, მაგრამ არის ბევრი რამ, რომელიც გასაუმჯობესებელია. ზოგი ფეხბურთელი დღეს არც ისე კარგი იყო, ამიტომ მათ მოსამატებელი აქვთ. 

 დიახ, სრულყოფილება არ არსებობს, ეს შეუძლებელია. მაგრამ, ჩვენ უნდა ვეცადოთ. კარგად ვთამაშობდით, მაგრამ უკეთაც შეგვეძლო. ბევრი ფეხბურთელი არაზუსტ პასს აკეთებდა, ეს ცუდია. უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ. 

 რაც შეეხება ჰოლანდს, მისი ციფრები თავად ლაპარაკობს. მას იგივე აქ უკვე გაკეთებული აქვს. ვცდილობთ, მას ამ სფეროში ადაპტაციაში დავეხმაროთ. იგრძნობა, რომ მას მუდამ გოლები სწყურია. მისი სტატისტიკა მაშინებს, სიმართლე რომ გითხრათ.“ - აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა.