VIDEO: გოლების წვიმა და ჰოლანდი-ფოდენის ბენეფისი ეტიჰადზე! სიტიმ იუნაიტედი გაანადგურა

02 ოქტ 2022, 20:46
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაანადგურა. 

შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 6:3 დასრულდა. ჰეთ-ტრიკითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა ნორვეგიელი კიბორგი ერლინგ ჰოლანდი, ასევე ჰეთ-ტრიკი გაიფორმა ფილ ფოდენმაც. 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გოლები 0:4-ზე და 1:6-ზე ენტონიმ და ანტონი მარსიალმა (2) გაიტანეს. 

ამ გამარჯვებით „სიტიმ“ 20 ქულა დააგროვა და ლიდერ „არსენალთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, „მანჩესტერმა“ კი ზედიზედ 4-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა და მესამე მარცხის შემდეგ, 12 ქულით მე-6 პოზიციაზეა.