VIDEO: ჩრდილო ლონდონური დერბი არსენალის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

01 ოქტ 2022, 17:43
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „არსენალმა“ შინ ჩრდილო ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემი“ დაამარცხა. 

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მე-20 წუთზე ანგარიში ტომას პარტეიმ გახსნა. 

31-ზე ჰარი კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 49-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა „არსენალი“ წინ მეორედ გაიყვანა, 62-ზე კი „ტოტენჰემის“ სიტუაცია უკიდურესად გართულდა, როცა პირდაპირი წითელი ბარათის მიღების გამო მოედნიდან ემერსონ როიალი გააძევეს. 

67-ე წუთზე გრანიტ ჯაკამ მატჩის მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

 „არსენალმა“ 21 ქულა დააგროვა და 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ ცხრილს ერთიროვნულად ლიდერობს, „ტოტენჰემი“ კი 17 ქულით მე-3 ადგილზეა.