VIDEO: არსენალმა სტუმრად გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილის ლიდერობას აგრძელებს

18 სექ 2022, 17:05

პრემიერ ლიგის მე-8 ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ბრენტფორდი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ბრენტფორდ ქომიუნითი სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მე-17 წუთზე ანგარიში უილიამ სალიბამ ბუკაიო საკას პასით გახსნა, 28-ზე კი გაბრიელ ჟესუსმა ჯაკას ასისტით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

საბოლოო წერტილი კი ფაბიო ვიეირამ თავისი სადებიუტო გოლით დასვა 49-ე წუთზე, ასისტი ამ შემთხვევაშიც საკამ მიითვალა.

7 ჩატარებული მატჩის შემდეგ „არსენალი“ პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „სიტის“ 1 ქულით უსწრებს.