VIDEO: არსენალმა ევროპა ლიგა სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო

08 სექ 2022, 22:48

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „არსენალმა“ სტუმრად შვეიცარიული „ციურიხი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „კიბანპარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

არტეტას გუნდის რიგებში თავი გოლითა და საგოლე პასით ახალგაზრდა ახალწვეულმა, მარკინიოსმა გამოიჩინა, რომელიც გუნდმა ამ ზაფხულს დაიმატა.

ბრაზილიელმა მე-16 წუთზე თავად გაიტანა ნკეტიას პასით, 62-ზე კი იმავე ნკეტიას გაატანინა კიდეც.

44-ე წუთზე მასპინზლებმა ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს.

ამრიგად, „არსენალმა“ ჯგუფში პირველი სამი ქულა დააგროვა და პარალელურ მატჩში „ბოდო გლიმტსა“ და „პსვ-ს“ შორის ფრე დაფიქსირდა, რამაც ლონდონელები უპირობო პირველ ადგილზე დააყენა.