20 წლის შემდეგ პირველად - კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ლიგაზე ითამაშებს
06 სექ 2022, 12:02

მანჩესტერ "იუნაიტედმა" 2022/23 წლების ევროპა ლიგისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.
აღსანისნავია, რომ 20 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი პირველად ექნება კრიშტიანუ რონალდუს. 37 წლის ფეხბურთელმა ბოლოს ევროპის რანგით მეორე ტურნირზე 2002/03 წლებში ლისაბონის "სპორტინგის" შემადგენლობაში ითამაშა.
მეკარეები: დე ხეა, დუბრავკა, ჰიტონი.
მცველები: დალოტი, ლინდელოფი, მაგუაირი, მალასია, მარტინესი, შოუ, ტუანზებე, ვარანი, ვან-ბისაკა.
ნახევარმცველები: კაზემირო, ერიკსენი, ფერნანდეში, ფრედი, მაკტომინეი, პელისტრი, სანჩო, ვან დე ბეკი.
თავდამსხმელები: ენტონი, გარნაჩო, მარსიალი, რაშფორდი, რონალდუ.
შეგახსენებთ, მანჩესტერ "იუნაიტედი" ევროპის ლიგის E ჯგუფში "რეალ სოსიედადთან", "ომონიასთან" და ტირასპოლი "შერიფთან" მოხვდა.