ატლეტიკომ მორატასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალა და 45-მილიონიანი შემოთავაზებაც იუარა

17 აგვ 2022, 15:28
ატლეტიკომ მორატასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალა და 45-მილიონიანი შემოთავაზებაც იუარა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ამ ზაფხულს ალვარო მორატას გაყიდვა გადაიფიქრა.

Cadena SER-ის ინფორმაციით, თავდაპირველად მადრიდულ კლუბში 29 წლის ფორვარდზე იმედებს არ ამყარებდნენ, მას შემდეგ, რაც ის „იუვენტუსში“ იჯარიდან გუნდში დაბრუნდა. 

თუმცა, დიეგო სიმეონეს გეგმები შეიცვალა და ამჟამად მორატა მის გეგმებში შედის, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ფორვარდმა ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფეს“ დუბლი შეუსრულა.

იქამდე რამდენიმე დღით ადრე, „ატლეტიკოს“ პრემიერ ლიგის დაუსახელებელი კლუბი მორატას სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო.

მორატას „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ამიტომ მომავალ ზაფხულს ის შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.