ბარსელონას გუნდის კაპიტნებთან მოლაპარაკებები ჩიხში შეუვიდა - კლუბი კუნდეს დღემდე ვერ არეგისტრირებს

17 აგვ 2022, 15:25
ბარსელონას გუნდის კაპიტნებთან მოლაპარაკებები ჩიხში შეუვიდა - კლუბი კუნდეს დღემდე ვერ არეგისტრირებს

„ბარსელონას“ სერხიო ბუსკეტსთან და ჟერარ პიკესთან ხელფასის დაკლებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შეუვიდა.

კატალონიელები გუნდის კაპიტნებთან მოლაპარაკებებს ხელფასის დაკლებაზე ან გადახდის გადავადებაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ეს გუნდს ჟულ კუნდეს დასარეგისტრირებლად სჭირდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მხარეებისთვის შეთანხმება რთული იქნება, ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები შეჩერებულია, თუმცა მათი განახლებაც ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი.

ამჟამად „ბარსელონაში“ ფიქრობენ, რომ კუნდეს დასარეგისტირებლად საუკეთესო ვარიანტი არა კაპიტნების ხელფასის გადავადება, არამედ ფეხბურთელების გაყიდვა იქნება.

პიკე და ბუსკეტსი კი ფიქრობენ, რომ კლუბის დასახმარებლად ისედაც საკმარისი დახმარება გაიღეს. 

ბუსკეტსს კლუბი კონტრაქტის 1-2 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელი 2023 წელს MLS-ში წასვლას აპირებს, ამიტომ ამ შემოთავაზებამ არ მოხიბლა.

პიკეს სიტუაციაც არ არის მარტივი. ის მზად იყო კლუბს დახმარებოდა, მაგრამ სამომავლო გადახდის გარნატიას ითხოვდა, რაც კლუბმა ვერ მისცა.