ბერნარდუ სილვამ ბარსელონას ლოდინს თავი დაანება და სიტიში დარჩენა გადაწყვიტა

17 აგვ 2022, 15:20
ბერნარდუ სილვამ ბარსელონას ლოდინს თავი დაანება და სიტიში დარჩენა გადაწყვიტა

ბერნარდუ სილვა ამ ზაფხულს „მან სიტის“ არ დატოვებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „სიტიში“ კიდევ მინიმუმ ერთი სეზონის გატარება გადაწყვიტა.

ფეხბურთელმა იცოდა, რომ მისით „ბარსელონა“ ინტერესდება და ლა ლიგაში გადასვლის შესაძლებლობით მოხიბლულიც იყო, რაც მას პორტუგალიაში მყოფ ოჯახთან უფრო დაახლოვებდა.

ისევე, როგორც წინა სეზონში, 28 წლის ფეხბურთელმა „სიტის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ თუ „ბარსელონას“ შემოთავაზება იქნება მის ტრანსფერს წინ არ აღუდგნენ.

თუმცა, „ბარსელონამ“ კონკრეტული შეთავაზებით „ქალაქელებს“ არა და არ მიმართა, რის გამოც ბერნარდუმ გადაწყვიტა, რომ ტრანსფერზე ფიქრს შეეშვას და მთლიანად პრემიერ ლიგაზე კონცენტრირდეს.

სილვას და გვარდიოლას შორის ურთიერთობა თბილი და პატივსაცემი დარჩა, ამიტომ ფეხბურთელი დიდ იმედგაცრუებას არ გრძნობს.