მანჩესტერში რაბიოს სახელფასო მოთხოვნებს უბრალოდ სიგიჟე უწოდეს

17 აგვ 2022, 14:18
მანჩესტერში რაბიოს სახელფასო მოთხოვნებს უბრალოდ სიგიჟე უწოდეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ არ არის მზად ადრიენ რაბიოს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ინგლისური კლუბი ფრანგი ფეხბურთელის ფინანსურ მოთხოვნებს უბრალოდ სიგიჟეს უწოდებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერდა და „ემიუს“ ხელმძღვანელობა შეთავაზებული პირობების შეცვლას არ აპირებს.

ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წავა თავად 27 წლის ფეხბურთელი დათმობაზე და თავის მოთხოვნებს შეამცირებს.

კლუბებმა რაბიოს ტრანსფერი 15+5 მილიონ ევროდ შეათანხმეს, თუმცა გარიგებას პირადი კონტრაქტის საკითხი აფერხებს.

„იუნაიტედმა“ რაბიოს ალტერნატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მადრიდის „რეალის“ საყრდენზე, კაზემიროზე ოცნებობს.