"რვეულში ვინიშნავ და ბოლო 100 ნიუსიდან მხოლოდ 5 იყო სიმართლე", - რონალდუმ პრესას შეუტია

17 აგვ 2022, 13:49
"რვეულში ვინიშნავ და ბოლო 100 ნიუსიდან მხოლოდ 5 იყო სიმართლე", - რონალდუმ პრესას შეუტია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესა ტყუილში დაადანაშაულა.

პორტუგალიელმა თავისი ფან-ექაუნთის გვერდზე დააკომენტარა, რომელშიც მორიგი ინფორმაცია ეწერა რონალდუს მოამვალთან დაკავშირებით.

„ისინი სიმართლეს გაიგებენ, როცა რამდენიმე კვირაში ინტერვიუს ჩავწერ. 

რვეულში ვინიშნავ და ბოლო 100 სიახლიდან, რომელიც ჩემზე დაიწერა, მხოლოდ 5 იყო სიმართლე. წარმოიდგინეთ, რეალურად როგორი სიტუაცია იქნება.“ - წერს პორტუგალიელი.

ბოლო თვეებია პრესა აქტიურად წერს, რომ რონალდუს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება სურს და გასახდელში საშინელი განწყობით იმყოფება.

იწერებოდა ისიც, რომ კრიშტიანუს აგენტმა მისი დამატება არაერთ ევროპულ კლუბს შესთავაზა, თუმცა ყველასგან უარი მიიღო.