მანჩესტერ იუნაიტედმა კაზემიროს სანაცვლოდ სოლიდური თანხა მოამზადა - რა პოზიცია უკავია რეალს?

17 აგვ 2022, 13:45
მანჩესტერ იუნაიტედმა კაზემიროს სანაცვლოდ სოლიდური თანხა მოამზადა - რა პოზიცია უკავია რეალს?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა მადრიდის „რეალის“ საყრდენის, კაზემიროს სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მანკუნიანელები ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს განიხილავენ და მზად არიან, „რეალს“ კაზემიროს სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი შესთავაზონ.

მადრიდული კლუბისთვის კაზემირო მნიშვნელოვანი წევრია, თუმცა როგორც გამოცემა იუწყება, ვალვერდეს, კამავინგას და ახლა უკვე ორელიან ჩუამენის გუნდში ყოლის გამო, არაა გამორიცხული „რეალი“ 30 წლის ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდეს კიდეც.

მას შემდეგ, რაც რაბიოს ტრანსფერი მისი მაღალი სახელფასო მოთხოვნების გამო ჩაიშალა, ერიკ ტენ ჰაგმა თვალი კაზემიროს დაადგა და მისი „ოლდ ტრაფორდზე“ ხილვა პირადად სურს.