დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი? - მანჩესტერი ვალენსიას უკვე დაუკავშირდა

17 აგვ 2022, 12:08
დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი? - მანჩესტერი ვალენსიას უკვე დაუკავშირდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურ მოლაპარაკებებს "ვალენსიასთან" აწარმოებს.

საქმე იმაშია, რომ წითელი ეშმაკები დე ხეას ფორმით უკმაყოფილოები არიან და მისი კონკურენტის აყვანა სურთ.

მთავარ ვარიანტად კი "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი განიხილება.

ტენ ჰააგის გუნდი მზადაა ქართველის სანაცვლოდ სასურველი თანხაც გადაიხადოს.

მამარდაშვილმა ეს სეზონიც კარგად დაიწყო და ლა ლიგის პირველივე ტურში კარი მშრალად შეინახა.