"ხვიჩა ბრილიანტია!" - კასანომ ერთმანეთს კვარაცხელია და ინსინიე შეადარა

17 აგვ 2022, 11:52
"ხვიჩა ბრილიანტია!" - კასანომ ერთმანეთს კვარაცხელია და ინსინიე შეადარა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელზე ლუჩიანო სპალეტისა და ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"სპალეტი გენიოსია, გუნდიდან წავიდნენ კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ფაბიან რუისი, ოსპინა და ის გუნდს მაინც კარგ ფეხბურთს ათამაშებს. ნაპოლი წელს თავის სიტყვას იტყვის.

კვარაცხელიასა და ინსინიეს შორის განსხვავება ნათელია - ინსინიე გუნდს დაცვით ფაზებში ეხმარებოდა, კვარაცხელია კი სუფთა შემტევია, რომლის გამოყენებაც მეორე ფორვარადადაც შეიძლება.

მის მიერ თავით გატანილმა გოლმა დაგვანახა, რომ ეს ბიჭი ბრილიანტია!" - აცხადებს კასანო.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ "ვერონასთან" გაიბრწყინა და გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.