კომპანიმაც ვერ დაამარცხა! - არველაძე ინგლისში წაუგებელია

17 აგვ 2022, 11:36
კომპანიმაც ვერ დაამარცხა! - არველაძე ინგლისში წაუგებელია

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-4 ტურში ერთმანეთს "ბარნლი" და "ჰალ სიტი" დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "ბარნლის" მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ფეხბურთელი ვინსენტ კომპანია.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა.

შოთა არველაძის "ჰალი" უკვე ზედიზედ 4 თამაშია დაუმარცხებელია და 8 ქულით ლიდერთა შორისაა.