ვან ბასტენი: "იოჰან კროიფს შერცხვებოდა იმის ხილვა, როგორც ახლა ბარსელონა იქცევა"

17 აგვ 2022, 10:13
ვან ბასტენი: "იოჰან კროიფს შერცხვებოდა იმის ხილვა, როგორც ახლა ბარსელონა იქცევა"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, მარკო ვან ბასტენმა, „ბარსელონა" ფრენკი დე იონგის სიტუაციის გამო გააკრიტიკა.

კატალონიური კლუბი აქტიურად ცდილობს დე იონგი რომელიმე გუნდში გაყიდოს, თუმცა ფეხბურთელი წასვლაზე, ან ხელფასის დაკლებაზე უარს ამბობს, მას „კამპ ნოუზე" დარჩენა მოქმედი კონტრაქტული პირობებით სურს. 

„ვფიქრობ, იოჰან კროიფს შერცხვებოდა იმის ხილვა, როგორ იქცევა „ბარსელონა".

ჩემი აზრით, „ბარსელონას" ამჟამინდელი მოქმედებები გუნდის სტანდარტებს არ შეესაბამება." - აღნიშნა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.

დე იონგით „ჩელსი" და „მან იუნაიტედი" ინტერესდებიან, „ბარსა" მზადაა ფეხბურთელი ნებისმიერ მათგანში გაუშვას, თუმცა თავად ჰოლანდიელი ტრანსფერზე უარს აცხადებს. 

ლეგენდარული იოჰან კროიფი, რომელსაც „ბარსელონას" წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც მწვრთნელს და როგორც ფეხბურთელს, 2016 წლის 24 მარტს სიმსივნით გარდაიცვალა.