"მესი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ იესო ქრისტე არ არის", - ბატისტუტა

16 აგვ 2022, 23:35
"მესი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ იესო ქრისტე არ არის", - ბატისტუტა

გაბრიელ ბატისტუტამ არგენტინელი ქომაგების მოლოდინზე ისაუბრა მოახლოვებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

„ძალიან დიდხანს მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ ლეო მესის აკისრებდნენ. 

თავიდან ჩვენ საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოგვაქვს, როცა ვფიქრობთ, რომ გუნდში იესო ქრისტე გვყავს - დიახ, ის უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ქრისტე არ არის - შემდეგ კი, მას ვასამართლებთ, ამით ის მხოლოდ ზარალდება.

სიტუაცია ბოლო დროს შეიცვალა, თანაგუნდელების დამსახურებით ის გუნდში უფრო თავისუფლად და გახსნილად გრძნობს თავს.

რა თქმა უნდა, თუ ბურთი მაქვს და შემიძლია ის მესის გადავცე, ამას გავაკეთებ. ორი თანაგუნდელისთვის პასის გაკეთების არჩევნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა მესის ავირჩევ. მაგრამ თუ ლეოს წინ კედელია, მაშინ სჯობს, ბურთით სხვა მოვძებნო. ბიჭები გამიგებენ რასაც ვამბობ. თუ მესისთვის ბურთის გადაწოდების შანსი არ არის, სხვს უნდა მივცეთ პასი.

მესი თავადაც არ არის სულელი. წარმოიდგინეთ, როგორია გრძნობდე, რომ სხვები აბსოლუტურად ყველაფერს შენგან ელოდებიან? და თუ ყველაფრის ერთად კეთებას შევუდგებით? ეს უკვე სულ სხვანაირად ჟღერს და ჩანს.

მესის ჰკითხეთ, რა ურჩევნია მას, გვარდიოლას გუნდში თამაში, სადაც უამრავი კარგი თანაგუნდელი იქნება, თუ უბრალოდ მარტო მოქმედება და გოლების ინდივიდუალურად გატანა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ ნაკრებში მას ახარებს, რომ ყველა ფეხბურთელის ინდივიდუალურობას და დამოუკიდებლობას ხედავს.“ - აღნიშნა არგენტინის ნაკრების ექს-ფორვარდმა.