მო სალაჰმა კაიროს ეკლესიის აღსადგენად, რომელში ხანძარსაც 41 ადამიანი ემსხვერპლა, სოლიდური თანხა გადარიცხა

16 აგვ 2022, 23:29
მო სალაჰმა კაიროს ეკლესიის აღსადგენად, რომელში ხანძარსაც 41 ადამიანი ემსხვერპლა, სოლიდური თანხა გადარიცხა

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა საკუთარი ფული ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გადარიცხა.

The Nacional-ის ინფორმაციით, სალაჰმა რელიგიური დაწესებულების აღსადგენად 3 მილიონი ეგვიპტიური ფუნტი გადარიცხა, რაც დაახლოებით 150 ათას ევროს შეადგენს.

ეს ეგვიპტელის პირველი ქველმოქმედება ნამდვილად არ არის, რამდენიმე წლის წინ ის ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ქველმოქმედ ადამიანად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ კაიროს ეკლესიაში კონდიციონერს ცეცხლი წაეკიდა და დაწესებულებაში მყოფი არაერთი ადამიანი გაგუდვისგან გარდაიცვალა.

ბოლო ცნობებით, აღნიშნულ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.