"გოლამდე 2 წუთით ადრე ჩემთან მოვიდა", - ვიქტორ ოსიმენმა გაამხილა, რა უთხრა კვარაცხელიამ იქამდე, სანამ სადებიუტო გოლს გაიტანდა

16 აგვ 2022, 15:41
"გოლამდე 2 წუთით ადრე ჩემთან მოვიდა", - ვიქტორ ოსიმენმა გაამხილა, რა უთხრა კვარაცხელიამ იქამდე, სანამ სადებიუტო გოლს გაიტანდა

„ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ვერონასთან" სერია ა-ს პირველი ტურის მატჩში ქართველის დებიუტი შედგა, რომელიც გუნდმა 5:2 მოიგო, ხვიჩამ კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. კვარაცხელია? გოლამდე ორი წუთით ადრე, მან მითხრა, რომ სურს, რომ გოლი მე გავიტანო.

ჩვენ ძალიან კარგი უერთიერთობა გვაქვს, მე აქ უკვე სამი წელია ვიმყოფები და ახლა მას ინტეგრირებაში ვეხმარები.

ყველამ ერთად ძალიან კარგად დავინახეთ, რა შეუძლია მას მოედანზე." - აღნიშნა ნიგერიელმა ფორვარდმა.