ცოტა სხვა დასაწყისს ველოდით - ბარსელონამ კამპ ნოუზე რაიოს ვერ მოუგო

14 აგვ 2022, 01:08
ცოტა სხვა დასაწყისს ველოდით - ბარსელონამ კამპ ნოუზე რაიოს ვერ მოუგო

ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგობა ვერ გატეხა.

კატალონიური გუნდისთვის ეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო და ის ფრედ, 0:0 დასრულდა.

სტატისტიკურად ხავის გუნდმა მეტოქეს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში აჯობა - კარისკენ 21-ჯერ გაისროლა (ზუსტად 6-ჯერ), „რაიომ“ კი მხოლოდ 4-ჯერ (ზუსტი 2 აღმოჩნდა).

მიუხედავად ამისა, „ბარსამ“ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა და ფჯერს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშს „ბლაუგრანა“ 10 კაცით ასრულებდა, რადგან მოედნიდან სერხიო ბუსკეტსი ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს.