VIDEO: ნეიმარის დუბლი, რენატოს სადებიუტო გოლი - პსჟ-მ ლიგა 1-ში მორიგი სპექტაკლი დადგა

14 აგვ 2022, 00:54

ფრანგული ლიგა 1-ს მეორე ტურში „პსჟ-მ“ მორიგი სკექტაკლი დადგა და „მონპელიე“ 5:2 გაანადგურა.

პარკ დე პრენსზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

შეხვედრა 23-ე წუთზე მბაპეს მიერ პენალტის გაცუდებით დაიწყო, თუმცა 39-ზე საკომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „პსჟ“ დააწინაურა. 

43-ზე პენალტი კვლავ დაინიშნა და ამჯერად ბურთთან ნეიმარი მივიდა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში ბრაზილიელმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო, თავისი გოლები გაიტანეს კილიან მბაპემ და რენატო სანჩესმა, რომლისთვისაც ეს „პსჟ-ს“ მაისურით სადებიუტო მატჩი იყო.

ამრიგად, „პსჟ-მ“ მორიგი გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა და 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს.