უკანასკნელად როდის იკავებდა მან იუნაიტედი პრემიერ ლიგაში ორი ტურის შემდეგ უკანასკნელ ადგილს?

13 აგვ 2022, 23:40
უკანასკნელად როდის იკავებდა მან იუნაიტედი პრემიერ ლიგაში ორი ტურის შემდეგ უკანასკნელ ადგილს?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მე-2 სათამაშო დღეს ბოლო პოზიციაზე დაასრულებს.

ეს გარანტირებული მას შემდეგ გახდა, რაც მეორე ტურის მატჩში „იუნაიტედი“ „ბრენტფორდთან“ სტუმრად 0:4 განადგურდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტურში გუნდი შინ „ბრაიტონთან“ 1:2 დაამარცხა, „ემიუ“ ამჟამად ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებს.

უკანასკნელად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეორე ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილს 1992 წლის აგვისტოში იკავებდა.  

საინტერესოა, რომ იმ სეზონში „მანჩესტერმა" 42 მატჩში 84 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.