ტენ ჰაგი: "ფეხბურთელებს რწმენით და პასუხისმგებლობით თამაში ვთხოვე, რაც მათ არ გააკეთეს"

13 აგვ 2022, 23:35
ტენ ჰაგი: "ფეხბურთელებს რწმენით და პასუხისმგებლობით თამაში ვთხოვე, რაც მათ არ გააკეთეს"

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩსტერ იუნაიტედის“ „ბრენტფორდთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხი (0:4) შეაფასა.

„ჩემთვის ეს რთული და მოულოდნელია. გუნდმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, გულშემატკივრები მეცოდება, რომლებიც დავაღალატეთ. ფეხბურთელებს ვთხოვდი რწმენით და პასუხისმგებლობით ეთამაშათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.

მხოლოდ როცა ერთად დავდგებით, ყველაფერს მაშინ დავძლევთ. არასწორად არ გამიგოთ, მთავარი პასუხისმგებლობა მწვრთნელს აკისრია და მე ამას ვიღებ ჩემ თავზე, მაგრამ ფეხბურთელებს რწმენა უნდა მივცე და მათყველაფერს თავად უნდა მიაღწიონ.

გუნდურად რთულ პროცესებს გავდივართ და გასაგებია, რომ თქვენ სხვა სტარტს ელოდით. როგორც ჩანს, წინა სეზონის მოვლენები ჩვენ ამჟამინდელში გადმოგვაქვს. ეს სწრაფად უნდა შევცვალოთ.

ახალი ფეხბურთელები? დიახ, ახალწვეულები გვჭირდება, ხარისხიანი მოთამაშეების საჭიროება გვაქვს და როგორმე ისინი აქ გადმოსვლაზე უნდა დავითანხმოთ.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.