VIDEO: ამაზე დაბლა სადღა უნდა ჩავარდე? პრემიერ ლიგის მე-2 ტურში მანჩესტერი ბრენტფორდთან 0:4 განადგურდა

13 აგვ 2022, 22:24

პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

„ბრენტფორდმა“ საკუთარ სტადიონზე „წითელ ეშმაკებს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი გამარჯვებით 4:0 იმარჯვა.

ოთხივე გოლი მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაიტანეს, თავი დასილვამ, იენსენმა, მიმ და მბეუმომ გამოიჩინეს და ერიკ ტენ ჰაგის გუნდს მე-2 მატჩში მე-2 მარცხი აგემეს.

ამრიგად, ჰოლანდიელი სპეციალისტი „იუნაიტედში“ საშინლად იწყებს - ორ მატჩში ორი წაგებით.