"ფსკერზე ვართ", - რიო ფერდინანდმა მანჩესტერის კატასტროფული ტაიმი შეაფასა

13 აგვ 2022, 21:52
"ფსკერზე ვართ", - რიო ფერდინანდმა მანჩესტერის კატასტროფული ტაიმი შეაფასა

რიო ფერდინანდი პირველი ტაიმის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ბრენტფორდთან“ განადგურება (0:4) შეაფასა.

პირველი 45 წუთის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ სტუმრად ნადგურდებიან, გუნდმა ტაიმი 67% ბურთის ფლობით დაასრულა, თუმცა მეტოქემ ოთხივე ზუსტი დარტყმა გოლად აქცია.

„ფსკერზე ვართ... გავდივარ კავშირიდან.“ - წერს „იუნაიტედის“ ყოფილი მცველი.

ამ ეტაპზე მატჩის მე-60 წუთი მიმდინარეობს, თუმცა „იუნაიტედს“ ერთი პრესტიჟის გოლიც კი არ გაუტანია. დიდი ალბათობით, გუნდი პრემიერ ლიგის მეორე ტურში ზედიზედ მეორე მატჩს წააგებს.

პირველ მატჩში „ემიუ" შინ „ბრენტფორდთან" 1:2 დამარცხდა.