კარგი ხელფასი და სასტარტოში ადგილი - ობამეიანგს პრემიერ ლიგაში ეძახიან

13 აგვ 2022, 20:32
კარგი ხელფასი და სასტარტოში ადგილი - ობამეიანგს პრემიერ ლიგაში ეძახიან

„ჩელსი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს თავისთან იწვევს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ლურჯები“ ტრანსფერზე მუშაობენ და ცდილობენ, გაბონელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ძირითადში ადგილით და კარგი ხელფასით დაიყოლიონ.

რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელის წარმომადგენელი ეუხენიო ბოტასი კატალონიელთა ხელმძღვანელებს, მატეუ ალემანის, რაფაელ იუსტეს და იორდი კროიფს შეხვდა, სადაც კლუბის პოზიცია მოისმინა ობამეიანგის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

პიერ-ემერიკის წასვლას ეწინააღდეგება „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი, რომელმაც აღნიშნა, რომ ფეხბურთელზე იმედებს ამყარებს და რომ მას გუნდისთვის ბევრის მოტანა შეუძლია.

რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ, ობამეიანგის ადგილი „ბარსას“ სასტარტოში გარანტირებული აღარ არის, „ჩელსიში“ კი მას ეს გარანტიები ექნება, რადგან გუნდი ამ ზაფხულს რომელუ ლუკაკუმ და ტიმო ვერნერმა დატოვეს და ნომინალურად, ფორვარდის პოზიციაზე თამაში მხოლოდ კაი ჰავერცს შეუძლია.