VIDEO: გაბრიელ ჟესუსის ბენეფისით, არსენალმა უხვგოლიან მატჩში ლესტერი დაამარცხა

13 აგვ 2022, 20:00

პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „არსენალმა“ შინ „ლესტერი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
    
ლონდონელთა რიგებში შოუ დადგა ბრაზილიელმა შემტევმა გაბრიელ ჟესუსმა, რომელიც ორი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა და თავისი გუნდის უკლებლივ ყველა გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. 

თავისი პირველ ტაიმში გაფორმებული დუბლის გარდა, მეორე ნახევარში ჟესუსმა ჯაკას და მარტინელის გაატანინა.

„ლესტერის“ რიგებში გოლები სალიბამ (ავტოგოლი) და მედისონმა გაიტანეს.

ამრიგად, „არსენალმა“ ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში 6 ქულა დააგროვა.