ზედიზედ 3 მატჩი წაუგებლად - შოთა არველაძის მორიგი გამარჯვება ინგლისში!

13 აგვ 2022, 19:59
ზედიზედ 3 მატჩი წაუგებლად - შოთა არველაძის მორიგი გამარჯვება ინგლისში!

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში ერთმანეთს "ჰალ სიტი" და "ნორვიჩი" დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ნორვიჩი" დიდ უპირატესობას ფლობდა, მასპინძლებმა შეძლეს და თამაში 2:1 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის "ჰალი" უკვე ზედიზედ სამი თამაშია წაუგებელია.

3 ტურის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ლიდერებს შორისაა.