VIDEO: ზედიზედ მე-2 მშრალი გამარჯვება! სიტიმ შინ ბორნმუთი გაანადგურა

13 აგვ 2022, 19:57
VIDEO: ზედიზედ მე-2 მშრალი გამარჯვება! სიტიმ შინ ბორნმუთი გაანადგურა

პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „მან სიტიმ“ „ბორნმუთი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

„სიტის“ რიგებში გოლები გუნდოგანმა, დე ბრუინმა და ფილ ფოდენმა გაიტანეს, კიდევ ერთ გოლი კი „ბორნმუთის“ მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ერლინგ ჰოლანდმა მოედანზე 74 წუთი გაატარა და პირველ გოლზე საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ამრიგად, „სიტიმ“ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო მშრალად და 6 ქულა მოაგროვა.