"დარწმუნებული ვარ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ძველ დიდებას დავუბრუნებ", - ტენ ჰაგი

13 აგვ 2022, 14:33
"დარწმუნებული ვარ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ძველ დიდებას დავუბრუნებ", - ტენ ჰაგი

„მან იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გამოთქვა დარწმუნება, რომ გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

სპეციალისტს ჰკითხეს, რამდენი დრო დასჭირდება მას საიმისოდ, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ძველი დიდება და წარმატებები დააბრუნოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებ - ყველგან ვაკეთებდი. არ შემიძლია გულშემაკტკივრებს მოთმინება ვთხოვო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი მომთმენნი იქნებიან.

ქომაგებს სურთ, გამარჯვებული გუნდი იხილონ და აქ სწორედ ამისთვის ვარ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.

პროცესი დროს მოითხოვს, რაც არის, იმას ვერ უარვყოფ.“ - აღნიშნა ტენ ჰაგმა.